თეგებით ძიება

"ქვეყნები სულ უფრო ხშირად აფიქსირებენ დეპრესიის და თვითმკვლელობის სიტუაციების ზრდას კანაფის მომხმარებლებში" - რას წერა ზაზა წერეთელი?

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში კანაფის თვისებებზე საუბრობს.

"როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის საქართველოში საუბრობენ კანაფის ლეგალიზებაზე, ერთ ფაქტზე არ ამახვილებენ ყურადღებას. კერძოდ იმას თუ როგორ შეიცვალა კანაფის ბალახში მისი მთავარი ინგრედიენტის THC შემცველობა, თუნდაც იმ პერიოდთან შედარებით როდესაც პორტუგალია ღებულობდა თავის გადაწყვეტილებას. THC ნიშნავს დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლს. ეს არის კანაბინოიდური მოლეკულა მარიხუანაში (კანაფი), რომელიც დიდი ხანია აღიარებულია, როგორც მთავარი ფსიქოაქტიური ინგრედიენტი. ეს ცვლილებები კი მეტად არასასურველ ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე
ახლახან გამოქვეყნებული მსოფლიო ნარკოტიკების ანგარიშის მიხედვით (World Drug Report) კანაფის ბალახში THC შემცველობის გაზრდის მკაფიო გრძელვადიანი ტენდენცია შეიმჩნევა . ევროპაში ამოღებული კანაფის ბალახში THC შემცველობა თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა 2009 წელთან შედარებით და კანაფის ფისის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, ხოლო შეერთებულ შტატებში ამოღებული კანაფის ბალახის ეფექტურობა გაიზარდა დაახლოებით 50 პროცენტით. კანაფის პროდუქტების უმეტესობას ახლა აქვს THC შემცველობა 20 პროცენტზე მეტი და კანაფის კონცენტრატები აქვს THC შემცველობა 70 პროცენტამდე.

ასეთი ცვლილებებსი შედეგია ის რომ ქვეყნები სულ უფრო ხშირად აფიქსირებენ დეპრესიის და თვითმკვლელობის სიტუაციების ზრდას კანაფის მომხმარებლებში
კვლევებმა აჩვენეს, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში 2002-დან 2018 წლამდე საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით 18-34 წლამდე ასაკის ადამიანებში და მაჩვენებლები უფრო მაღალია იმ შტატებში, სადაც კანაფის ლეგალიზება მოხდა, ვიდრე შტატებში, სადაც არ არის ლეგალიზებული. კოლორადოს შტატში სადაც თითმკვლელობებშ კანაფის მოხმარება იყო ნახსნები (დამტკიცებული ტოქსიკოლოგიური მონაცემებით), ეს მაჩვენებელი 2006-დან 2018 წლამდე სამჯერ გაიზარდა.

კანადის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლეგალიზაციის შემდგომ პერიოდში (2018 წ) დაფიქსირდა კანაფის მოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა (28 პროცენტიდან 37 პროცენტამდე) პაციენტებში, რომლებიც მიმართავენ ფსიქიატრს, განსაკუთრებით 18-24 წლის პაციენტებს შორის. გაიზარდა ასევე პიროვნული აშლილობის დიაგნოზის მქონეთა პროპორცია ლეგალიზაციის შემდგომ პერიოდში (ზრდა 39,6 პროცენტიდან 44,9 პროცენტამდე).

ასე რომ ასეთი საკითხები კომპლექსურად გადასაწყვეტია და არა მხოლოდ პოპულისტური ლოზუნგების მეშვეობით", - წერს ექიმი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა