თეგებით ძიება

ევროკავშირს, არასდროს უთხოვია, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, ეს არის აშკარა ნონსენსი - დევიდ მაკალისტერი

ევროპარლამენტის საგანგებო დელეგაციის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს ევროკავშირს საქართველოს ომში ჩართვა სურს. მაკალისტერი ირწმუნება, რომ ევროკავშირს არასდროს სდომებია საქართველოს ომში ჩართვა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ევროსაბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ახლა საკითხავია, როდის მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ბევრი სამუშაო გიდევთ წინ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიოტკურ სპექტრს, მთავრობასა და ოპოზიციას, გადადონ გვერდზე პოლიტიკური განსხვავებები და შეასრულონ 12 რეკომენდაცია. თქვენ დრო წლის ბოლომდე გაქვთ. როცა საქმე ეხება საგარეო პოლოტიკას. ჩვენ ევროკავშირმა მკაფიოდ და ღიად ვთქვით, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის გაუმართლეელი, უკანონო და ბარბაროსული აგრესია. ამიტომაც მასიმუმ ზეწოლას ვახორცელებთ რუსეთის ფედერაციაზე. არასდროს ევროკავშირს, ან წევრ სახელმწიფოებს არასდროს უთხოვიათ რომ საქართველო ჩაერთოს ომში , ეს არის აშკარა ნონსენსი. პირიქით, ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ დიპლომატიური გზები, რომ გავაძლიეროთ ზეწოლა კრემლს რეჟიმზე და ბოლოს საქართველომ იცცს რას ნიშნავს რუსული აგრესია. ჩვენ აქ ვართ იმსთვის რომ მოგისმინოთ და გავიგოთ რა გეგმა აქვს მმაღტველ გუნდს მომდევნო თვეების განმავლობაში , როგორ აპირებენ დეკემბრამდე საჭირო რეფორმების გატარებას. ევროკომისიამ უკვე გითხრათ რა არის გასაკეთებელი. საბოლოო ჯამში ყველაფერი საქართველოს მთავრობასა და პარლამენტზეა . ეს მხოლოდ მმართველ გუნდს არ ეხება, ეს ეხება ოპოზიციასაც“. - თქვა ევროპარლამენტარმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა