თუ არის ცხელება, გამონაყარით, სასურველია მიმართოთ კლინიკას - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ამ დროისთვის ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 1 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.
"ერთი დადასტურდა, რომელიც დიდი ხანია გაწერილია და კარგად არის. 21 დღეზე მეტია გასული, ეს ინკუბაციის პერიოდია, ამიტომ გავრცელება არ ყოფილა მას შემდეგ. ქვეყანაში გაძლიერდა ეპიდზედამხედველოვბა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე. ასევე მობილიზებული იქნა ლაბორატორიული სიმძლავრეები. თუ იწყება ცხელება, გამონაყრით მიმდინარე დაავადება და არის ძირითადად ევროპაში მოგზაურობის ისტორია, სასურველია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.