აივ ინფექციისგან მსოფლიოში მეოთხე პაციენტი განიკურნა
კაცი, რომელსაც აივ დადებითის დიაგნოზი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაუსვეს, სავარაუდოდ სრულად განიკურნა ვირუსისგან. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს მედიცინის ისტორიაში მეოთხე შემთხვევაა.
როგორც ცნობილი ხდება, პაციენტი ლეიკემიით იყო დაავადებული და მკურნალობის სწორედ ამ დაავადების გამო გადიოდა. მას ექიმებმა ძვლის ტვინი გადაუნერგეს, რის შემდეგაც ვირუსი პაციენტის სხეულიდან თანდათან გაქრა.
მედიკოსებმა გამოჯანმრთელებულ კაცს „პაციენტი იმედის ქალაქიდან“ შეარქვეს - ასე ეძახიან კალიფორნიის ქალაქ დუარტეს, სადაც კაცი მკურნალობდა.
რაც შეეხება აივ ინფექციისგან გამოჯანმრთელებულ პირველ ადამიანს, ის გახლავთ თიმოთი რეი ბრაუნი, რომელმაც ინფექცია 2011 წელს დაამარცხა. ბ
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა რთულ პროცედურაა, რომელსაც მრავალი უკუჩვენება აქვს და მისი ჩატარება ყველასთვის არ შეიძლება.
დღეს მსოფლიოში აივით დაახლოებთ 38 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.