თეგებით ძიება
03. 08. 2022 News-ები

"ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ პირველი ნაბიჯია. დაიწყე რაღაც" - ბლეიკ მიკოსკის ციტატები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

ბლეიკ მიკოსკი, ფეხსაცმლის ცნობილი ბრენდის – TOMS-ის დამფუძნებელი, დაიბადა ტექსასში (აშშ), კერძოდ, არლინგტონში ორთოპედ მაიკ მიკოსკისა და
მწერალ პამ მიკოსკის ოჯახში. მას ბავშვობიდან უყვარდა ტენისის თამაში, ასევე სწავლობდა ფილოსოფიასა და ბიზნესს. სტუდენტობისას ბლეიკმა თავისი პირველი ბიზნესი EZ Laundry წამოიწყო, რაც მოიცავდა უნივერსიტეტის კამპუსში მცხოვრები სტუდენტებისთვის ტანსაცმლის გარეცხვა-გაუთოვების
მომსახურებას. ბლეიკმა ამ ბიზნესიდან მილიონ დოლარამდე მოგება ნახა. ბლეიკ მიკოსკი გაჭირვებულ ბავშვებს მსოფლიოს მასშტაბით ფეხსაცმლითა და
სხვა პროდუქტებით ამარაგებს.

გთავაზობთ ბლეიკ მიკოსკის ციტატები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ:

1. არ მისცეთ საშუალება ტექნოლოგიას, რომ დაგიმონოთ;

2. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ პირველი ნაბიჯია. დაიწყე რაღაც;

3. რაც არ უნდა კომფორტული იყოს ადამიანებთან დისტანციურად კომუნიკაცია, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა რეალური ურთიერთობაა;

4. მოგზაურობა გაცილებით მეტს ნიშნავს. ეს გამოცდილება გაჩვენებთ, თუ რა არის შესაძლებელი და გამოგიწვევთ, გამოიკვლიოთ ის გზები, რომლებსაც მომავალში აირჩევთ;

5. გაცემა არის ის, რაც „საწვავით“ გვამარაგებს. გაცემა ჩვენი მომავალია;

6. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცვლილებების მოხდენა. ასე, რომ აუცილებელი არ არის უზარმაზარი გლობალური კამპანიის შექმნა. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ
პატარა ნაბიჯებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია;

7. ვფიქრობ, როგორც კი დაიწყებ მოგზაურობას, ვეღარ გაჩერდები;

8. ცხოვრება უფრო სახალისოა, როცა არ გაინტერესებთ სხვების აზრი;

9. ბიზნესის მიზანი არ არის რამდენ ფულს გამოიმუშავებ, არამედ რამდენად ეხმარები ადამიანებს;

10. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე შევქმნათ. თუ ჩვენ ერთმანეთისთვის ვიცხოვრებთ, ერთად შევძლებთ სამყაროს შეცვლას.

https://www.awakenthegreatnesswithin.com/40-inspirational-blake-mycoskie-quotes-on-success/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა