მიხაილ პოდოლიაკმა რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის საჭირო 4 კომპონენტი დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის საჭირო ოთხი კომპონენტი დაასახელა:
1. შორი მოქმედების არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ATACMS-ის რაკეტები, რათა რუსეთის ლოგისტიკა გავანადგუროთ;
2. საჰაერო თავდაცვის სისტემები ქალაქების დასაცავად;
3. მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები - საუკეთესო მონადირეები;
4. ჯავშანტექნიკა კონტრიერიშებისთვის“, - წერს პოდოლიაკი "Twitter"-ზე.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს, დილით დაიწყო და დღემდე გრძელდება.