"ნაციონალური მოძრაობა" ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთის ძველ, კერძოდ კი, 2017 წლის ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვს.
პარტიის წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განმარტებით, გამოსავალი ქვეყანაში ნედლი პროდუქტის შემოტანა და შემდეგ გადამუშავებაა. პარტიაში ფიქრობენ, რომ ეს გზა საწვავზე ფასს 25 თეთრით შეამცირებს.
"აქციზის გადასახადი საწვავზე, 2017 წლამდე ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს. ანუ იმ ნიშნულს, რომელიც ჩვენ ხელისუფლების გადაბარებისას მათ დავუტოვეთ 2012 წელს. ბენზინზე ეს იყო 250 ლარი, დღევანდელი 500-ის ნაცვლად, ხოლო დიზელის საწვავზე ე იყო 150 ლარი, დღევანდელი 400 ლარის ნაცვლად", - აცხადებს ცისკარიშვილი.