თეგებით ძიება
14. 08. 2022 News-ები

კადრები ბინიდან, სადაც 17 წლის შვილმა დედა მოკლა (ვიდეო)

ვრცელდება კადრები ბინიდან, სადაც ახალგაზრდა ქალი საკუთარმა შვილმა მოკლა. ქალი 34 წლის ჟანა ხალილოვაა, ხოლო შვილი არასრულწლოვანი, 17 წლისაა.

როგორც ირკვევა მკვლელობაში ბიჭს მეგობარიც ეხმარებოდა. მათ ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

17 წლის შვილის მიერ მოკლული 34 წლის ქალის მეზობლები “მთავარ არხთან” საუბრისას აცხადებენ, რომ დაღუპული ქალი შველას ითხოვდა.

“საკუთარ შვილს გამოუჭრია ყელი, მერე გარდაბანში წასულა და ბებია-ბაბუისთვის უთქვია ასეთი რამ გავაკეთეო. ბაბუა ჩამოსულა და მერე მისულა ისიც, უღიარებია. ამ გოგოს უყვირია მიშველეთო და ერთი მეზობელიც არ შესულა, რომ დახმარებოდა”, – აცხადებს მეზობელი.

მკვლელობაში ბრალდებული და მისი მეგობარი დაკავებულია.



წყარო: „მთავარი არხი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა