თეგებით ძიება
19. 08. 2022 მსოფლიო

აშშ უკრაინას დამატებით $800 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ვაშინგტონში უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარებისთვის ემზადებიან. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას ამზადებს.

ახალი დახმარების პაკეტი შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციამ შესაძლოა დღეს, 19 აგვისტოს ან მომავალ კვირაში გამოაცხადოს.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან, ვაშინგტონმა კიევის მთავრობას მილიარდობით დოლარის დახმარება გაუგზავნა.

რუსეთი უკრაინაში თებერვლის ბოლოს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა