თეგებით ძიება
28. 08. 2022 სპორტი

მას ჩემპიონის თვისებები აქვს, ფენომენალური მოთამაშეა - "კვარადონას" ტალანტს მეტოქეებიც აღიარებენ

"მას ჩემპიონის თვისებები აქვს, ფენომენალური მოთამაშეა", - ასე დაახასიათა იტალიური საფებურთო კლუბის" ფიორენტინას“ მწვრთნელმა, ვინჩენცო იტალიანომ „ნაპოლისთან“ მოახლოებული მატჩის წინ, ხვიჩა კვარაცხელია.

იტალიანომ „ნაპოლის“ ამომავალ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ჩემპიონური თვისებები აქვს.

„მას ჩემპიონის თვისებები აქვს. გოლებს თავით, მარჯვენა და მარცხენა ფეხით იტანს. შესანიშნავი, ფენომენალური მოთამაშეა. ვულოცავ ნაპოლის, რადგან ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის, ოსიმენი, ლოზანო, ზიელინსკი, ანგისა ძლიერი ფეხბურთელები არიან.

კვარაცხელიას წინააღმდეგ პერსონალური მეურვე გვეყოლება? ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ნათელია, რომ ფენომენების წინააღმდეგ ფენომენალურად უნდა ითამაშო“, - განაცხადა იტალიანომ.

შეგახსენებთ, „ფიორენტინა“ - „ნაპოლის“ მატჩი 28 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სერია A-ს 2 ტურში ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ეს გუნდის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც სერია A-ს სადებიუტო 2 მატში ერთმა ფეხბურთელმა 3 გოლი გაიტანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა