თეგებით ძიება
02. 09. 2022 სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

"ნა­პო­ლის" ფეხბურთელი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია იტა­ლი­ის ფეხ­ბურ­თის ასო­ცი­ა­ცი­ამ სე­რია A-ს აგ­ვის­ტოს თვის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ და­ა­სა­ხე­ლა.

კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­სულ თვე­ში 4 შეხ­ვედ­რა­ში 3 გო­ლის გა­ტა­ნა შეძ­ლო, 2 - "მონ­ცას" წი­ნა­აღ­მდეგ, ერ­თიც - "ვე­რო­ნას" კარ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის შემ­ტევ­მა "ლა­ცი­ოს" ნა­ხე­ვარმცველ სერ­გეი მი­ლინ­კო­ვიჩ-სა­ვიჩს, "ტო­რი­ნოს" შემ­ტევ ნე­მა­ნია რა­დო­ნიჩ­სა და "მი­ლა­ნის" მცველ პიერ კა­ლუ­ლუს აჯო­ბა.

ხვი­ჩას "ნა­პო­ლი" მო­რიგ მატჩს "ლა­ცი­ოს" წი­ნა­აღ­მდეგ, ხვალ, 3 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა