თეგებით ძიება
06. 09. 2022 მსოფლიო

ჯო ბაიდენის რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ გამოცხადებას არ ემხრობა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ გამოცხადებას არ ემხრობა.

როგორც Reuters იტყობინება, ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ არ უნდა გამოცხადდეს.

მედიის ცნობით, ჟურნალისტის შეკითხვაზე აღიარებულ უნდა იქნეს თუ არა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, ბაიდენმა უპასუხა: "არა"

ცნობისთვის, რუსეთისთვის ამ სტატუსის მინიჭებას უკრაინა მოითხოვს. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ამგვარი ქმედება აშშ-რუსეთის კავშირებს გაწყვეტს. რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერად გამოცხადებას აშშ-ის რამდენიმე კანონმდებელიც ემხრობა. ივნისში სენატის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში შეყვანას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა