თეგებით ძიება

რა იყო და რა არის ახლა? - თბილისის ყველაზე დიდი უბნების განვითარების ისტორია

თბილისში, როგორც საქართველოს ისე უცხოეთის 1 220 000 მოქალაქე ცხოვრობს, საქართველოს მოსახლეობა კი სულ 3,694,000ადამიანს შეადგენს. შესაბამისად, მოქალაქეთა მესამედი დედაქალაქშია თავმოყრილი.

მოსახლეობის სიმრავლის გამო საცობები, გადატვირთული მოძრაობა, მშენებლობისგან ჩაკეტილი ქუჩები მისი განუყრელი ნაწილი გახდა.

თბილისის რომელი უბნებია ყველაზე ხალხმრავალი?

გლდანის მოსახლეობა 180 000 ადამიანს შეადგენს. რაიონის შესახებ ისტორიული მონაცემები მე-15 საუკუნიდან არსებობს! ამ პერიოდში მისი ნაწილი კახეთის, ხოლო ნაწილი "სვეტიცხოვლის მონასტრის" საკუთრება იყო. ისტორიული მოვლენების ცვლილებასთან ერთად, ცხადია, გლდანმა სახეცვლილება განიცადა და მისი რვა მიკრო-რაიონი სოფელ გლდანთან ერთად, ახლა დედაქალაქის შემადგენლობაშია. საცხოვრებელი მასივის მშენებლობა 1969 წლიდან იწყება და მისი არქიტექტორი თემურ ბოჭორიშვილია. 1979 წელს გლდანის რაიონი ოფიციალურად შეიქმნა. მისი განაშენიანება გაგრძელდა 1980-იან წლებში. თავდაპირველად გლდანი მხოლოდ საძილე რაიონად ითვლებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ის ერთგვარ ქალაქი-ქალაქში ტიპის უბნად იქცა. უმსხვილესი გარეუბანი 2.5 კილომეტრიანი „საზოგადოებრივი ღერძის“ გარშემოა გაშენებული, რომელშც თავმოყრილია მრავალი სავაჭრო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი. გლდანში ფუნქციონირებს 30-მდე სკოლა.

მუხიანი გლდანის დასახლების შემდეგ,1981 წელს დაიწყო ახალი დასახლება მუხიანი შექმნა, რომელიც 1983 წელს აშენდა. მუხიანის ტერიტორია დაფარული იყო მუხის ხეებით. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. 70-იან წლებში მუხის ტყე გაიჩეხა და დაიწყო ტერიტორიის განაშენიანება.  80-იანი წლებიდან დაიწყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, დაარსდა ახალი მიკრორაიონები. გაჩნდა დუმბაძის, ნონეშვილის პროსპექტები. აშენდა რადიო ქარხანა, რომელიც დიდი ხანია აღარ ფუნქციონი-რებს. დასახლებაში მოქმედებს ბანკების ფილიალები, სავაჭრო დაწესებუ-ლებები. აშენდა ასევე მეფე მირიანის და ნანა დედოფლის სახელობის ეკლესიები.

ზღვისუბანი, ანუ თემქა ეს სახელწოდება XX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა თბილისის წყალ-საცავის (თბილისის ზღვა) შექმნასთან დაკავშირებით, როდესაც "ზღვას" უშუალოდ ქალაქის განაშენიანებაც მოადგა. ზღვისუბანი მოიცავს ლოტკინის გორის დასახლებას და ავჭალის მიმდებარე ტერიტორიასაც. საბჭოთა კავშირის დროს დღევანდელი ამ უბნის ტერიტორიაზე აშენდა თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, რომლის სახელწოდების შემოკლების მიხედ-ვით უბანსაც თემქას უწოდებდნენ, ხოლო 1999 წელს კი თემქის დასახლებას ზღვისუბანი დაერქვა. დაგეგმარდა 1971 და 1988 წლებში. ზღვისუბანი დაგეგმარდა 1971-1988 წლებში.

დიდი დიღომი თბილისის ერთ-ერთი უბანი, მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. დიღმის მასივისგან გამოყოფილია დავით აღმაშენებლის ხეივნით. დაგეგმარდა XX საუკუნის 70-იან წლებში. მშენებლობა დაიწყო 1985 წელს.

თბილისის ყველაზე ახალგაზრდა უბანი, ამ ეტაპზე მოიცავს:4 მიკრორაიონს, კერძო დასახლებას, ე.წ. ამერიკულ სოფელს, საუნივერსიტეტო დასახლებას.

დიდ დიღომში პირველი საცხოვრებელი კორპუსები 1987 წელს ჩაბარდა. დიდი დიღომი საბჭოთა განაშენიანების მოდერნისტული ტიპის კლასიკური ნიმუშია.

ამჟამად დიდ დიღმის მოსახლეობა 50 ათათს აჭარბებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა