თეგებით ძიება
13. 09. 2022 News-ები

ცხვარიჭამიაში მოკლული მირიან კუკავას საქმეზე მოსამართლემ 5 ბრალდებული გირაოთი გათავისუფლა, 3 კი კვლავ პატიმრობაში დატოვა

ცხვარიჭამიაში მოკლული მირიან კუკავას საქმეზე მოსამართლემ 5 ბრალდებული გირაოთი გათავისუფლა, 3 კი კვლავ პატიმრობაში დატოვა. პატიმრობაში რჩებიან მკვლელობაში ბრალდებული, დავით ჯიჯეიშვილი და ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულები - კუჭავა და ხორავა.

პროკურორის განმარტებით, ეს ორი ბრალდებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ 5 პირს, რომელსაც გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, მოსამართლემ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავა 27 ივლისს მოკლეს. თავდაპირველად საქმეზე პოლიციამ 8 პირი დააკავა. მათგან ერთს განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ის ბრალს აღიარებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა