თეგებით ძიება
16. 09. 2022 სპორტი

"კვარაცხელიას მთელი იტალიური მედია აქებს ამ საქციელის გამო"

14 სექტემბერს ჩემმპიონთა ლიგის ფარგლებში, "რეინჯერსისა" და "ნაპოლის" თამაში გაიმართა. ამ უკანასკნელმა მეტოქე 3:0 დაამარცხა. 68-ე წუთზე ანგარიში მატეო პოლიტანომ პენალტის ნიშნულიდან გახსნა ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით. მანამდე კი პენალტი ზელინსკიმ ვერ გაიტანა.

"იტალიურ მედიაში კვარაცხელიას მოპოვებული პენალტის დეტალებზე იწერება:
გაფუჭებულ პენალტს ზელინსკი ძალიან განიცდიდა და როცა ხვიჩამ პენალტი მოიპოვა, ბურთისკენ გაიქცა და ზელინსკის მიუტანა რომ დაერტყა, მაგრამ საქმეში სპალეტი ჩაერთო და ზელინსკის პენალტის დარტყმა აუკრძალა. მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა ბურთთან პოლიტანო - ხვიჩა კვარაცხელიას მთელი იტალიური მედია აქებს ამ საქციელის გამო და ეს ფოტოც ყველგან ვრცელდება...", - წერს ფეისბუქგვერდი "მოაზროვნე".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა