თეგებით ძიება
19. 09. 2022 მსოფლიო

უკეთესია, თუ პუტინი რუსეთის პოზიციას თავად აუხსნის ევროპას - დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უმჯობესია, თუ პუტინი, ევროპელ ლიდერებთან საუბრისას, საკუთარი სახელით განმარტავს რუსეთის პოზიციას.

"ხშირად შეუძლებელია ინფორმაციის პირველ პირში გადაცემა პირდაპირი კონტაქტების გარეშე. და ჩვენთვის ბევრად უკეთესია, თუ პუტინი ჩვენს პოზიციას აუხსნის თავის კოლეგას, ვიდრე, მაგალითად, ამ პოზიციას აუხსნის ვინმე ოკეანის მიღმა. პირველადი წყარო ბევრად უფრო სანდოა და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი, ურთულესი პრობლემა, ისინი წყდება მხოლოდ დიალოგით“, - განაცხადა პესკოვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა