თეგებით ძიება

პარლამენტმა მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით 3-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების აუცილებლობას "ქართული ოცნების" დეპუტატები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით ხსნიან, მედიის წარმომადგენლები კი დაგეგმილ ცვლილებებში ცენზურის შემოღების საფრთხეს ხედავენ იმის გამო, რომ რიგი საკითხები, რაც ახლა მედიის თვითრეგულირების სფეროს ეკუთვნის, სახელმწიფო რეგულირების ქვეშ ექცევა და მარეგულირებელი კომისიის კონტროლს ექვემდებარება.

კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამების და რეკლამის გავრცელება, მაუწყებელს ეკრძალება მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედება და ევალება "ჯეროვანი სიზუსტის" დაცვა. ასევე კანონს შემოაქვს "პასუხის უფლება", რაც ადამიანს, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს, რომ მაუწყებელმა მასზე არასწორი ინფორმაციის გადაცემით ზიანი მიაყენა, უფლებას აძლევს მაუწყებელს მოსთხოვოს “მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა“.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების გატარება აუცილებელი პირობაა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს სრულყოფილი მონაწილეობისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა