თეგებით ძიება
02. 10. 2022 News-ები

თბილისში, 65 წლის კაცი მოკლეს

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე 50 წლამდე კაცმა 65 წლის კაცი მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი მეზობლები არიან.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მკვლელობის მიზეზი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ინციდენტში მონაწილე ორივე პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათ ერთმანეთთან კონფლიქტი მოუვიდათ.

“სვამდა მეზობლეთან და მოუკლია კაცი. პარასკევს იყო. ვისთანაც სვამდნენ იმის სახლში მოკლა, მერე ვითონ წაუღია ეს მკვდარი და დაუტოვებია სახლთან” – ამბობენ მეზობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა