თეგებით ძიება

2011 წელს ევროპასთან უვიზო რეჟიმი რომ გვქონოდა, მერწმუნეთ, საქართველოში შუქის ჩამქრობიც არ დარჩებოდა - არჩილ თალაკვაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეთა მასიური გასვლა დაიწყო. მის ამ განცხადებას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაზე მეტმა მოქალაქემ ქვეყანა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დატოვა.

თალაკვაძის შეფასებით, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს ქვეყანა საქართველოს იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დღევანდელ ვითარებაში.

„2011 წელს საქართველო 107 000-მა მოქალაქემ დატოვა, ხოლო 2010 წელს - 103 000-მა. მაშინ საქართველოს რომ ჰქონოდა უვიზო რეჟიმი ევროპასთან, მერწმუნეთ, რომ საქართველოში შუქის ჩამქრობიც არ დარჩებოდა. თქვენი ხელისუფლებისა და მართვის სტილის გამო ყველა წავიდოდა ამ ქვეყნიდან. დღეს ეს მაჩვენებელი არის ბევრად ნაკლები“, - განაცხადა თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა