თეგებით ძიება

შესაძლოა, განვითარდეს როგორც ინსულტი, ისე ინფარქტი - მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ექპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

"ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ ნებისმიერი დისტრესი, რომელიც განმეორდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და მას მოჰყვა შემდგომ კრიზისული მდგომარეობა, ეს გამოიწვევს სიცოცხლისათვის რისკს, ვინაიდან ამ დროს ჰიპერტონიული კრიზისის ფონზე ვითარდება კრიზისული მდგომარეობა, რაც რისკის შემქმნელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობისთვის.

შესაძლებელია, განვითარდეს როგორც ინსულტი, ასევე შეიძლება განვითარდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა ინფარქტის სახით. ჩვენ გავეცით რეკომენდაცია სასამართლოსთვის, რომ ექსპერტიზის დასრულებამდე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სამართლებრივ პროცედურებში მისი მონაწილეობა, თუმცა ეს არ იყო გათვალისწინებული და გუშინდელი აქტი ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა, ვინაიდან ამან შექმნა რისკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი დამძიმებისთვის“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა