კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს როგორც მეგობრებს, ასევე, პარტნიორებს შორის - რის შესახებ საუბრობს მამუკა მდინარაძე?
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი „ეროვნული ინტერესებიდან გამოდის“ და თუ ვინმეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელებული ქმედებები აწუხებს, „ეს მისი პრობლემაა“.
"ჩვენ გამოვდივართ სტრატეგიული, დასავლეთთან ინტეგრაციის და ეროვნული, ქართული ინტერესებიდან. თუ ვინმეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებები აწუხებს ეს მისი პრობლემაა, ჩვენ გამოვდივართ ეროვნული და ქართული საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებიდან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენბთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 5-7 ოქტომბერს შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი საქართველოს ეწვევა.