წყვილ დღეებში წყვილციფრიანი ნომრებით მანქანებმა იმოძრაონ - ფრიდონ ინჯიას ინიციატივა
დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თბილისში არსებულ სატრანსპორტო საცობებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„შეუძლებელი გახდა ქალაქში სიარული. ე,ი. არ ვიცი, ქალაქის საკრებულო ფიქრობს ამაზე, თუ ვინ ფიქრობს, მაგრამ, შეუძლებელია რა. რაღაცა უნდა ვიფიქროთ, რაღაცა უნდა გავაკეთოთ. ანდა, წყვილ დღეებში წყვილციფრიანი ნომრებით მანქანებმა იმოძრაონ, ან რაღაცა… ნუ, რაღაცა შეუძლებელი გახდა, მეგობრებო, ჩემო კარგებო. ვინც დადის მანქანით დილით საათებში, ან საღამოს საათებში, შეუძლებელი გახდა და ამის ირგვლივ არაფერი კეთდება, მარტო ვაყენებთ “სვეტაფორებს” და არის “სვეტაფორების” ბუმი”, - განაცხადა ინჯიამ.