ევროპა უკრაინას უფრო მეტ სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის - ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა უკრაინას უფრო მეტ სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის.
"ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ უკრაინის რამდენიმე მოთხოვნაზე, ევროკავშირის რამდენიმე წევრთან, მათ შორის კეისრის ტიპის ჰაუბიცების მიწოდებაზე. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო თვალსაზრისით“, - აღნიშნა მაკრონმა.