10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
თქვენი იდეები წარმატებას მოგიტანთ. წინ უამრავი შესაძლებლობაა. დააფასეთ თქვენი დრო და ფული. საღამოს გამორიცხული არაა ღონისძიებაზე წახვიდეთ. დროის ოჯახთან ერთად გატარება ბედნიერებას მოგანიჭებთ. ვარსკვლავები თქვენს მხარესაა და სიყვარულს იპოვით.
კურო
სამსახურში წარმატებას მიაღწევთ, მთავარია ყველა დავალებას დიდი პასუხისმგებლობით მიუდგეთ. ოჯახის წევრებს პატივი ეცით და მათი სიყვარული დააფასეთ. თქვენი გამორჩეული შინაგანი სამყარო დაგეხმარებათ ახალი მეგობრების ძიებაში.
ტყუპები
სამსახურში გაწეული შრომა და ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს. რთული სიტუაციები მარტივად მოგვარდება თქვენი მეგობრებისა და თანამშრომლების დახმარებით. ხანგრძლივი ავადმყოფობისაგან გამოჯანმრთელდებით. სასიყვარულო ურთიერთობებისთვის იღბლიანი დღეა.
კირჩხიბი
თქვენი შემოსავალი მოულოდნელი წყაროებით გაიზრდება. პროფესიული წინსვლისთვის კარგი შესაძლებლობები გექნებათ. ოჯახური ატმოსფერო განწყობას აგიმაღლებთ. კომუნიკაცია თქვენი ძლიერი მხარეა და გამოიყენეთ. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.
ლომი
პროფესიული კუთხით საინტერესო დღე გექნებათ და ახალ უნარებს შეიძენთ. ადამიანების ყურადღებას მარტივად მიიპყრობთ. ოჯახის წევრები თქვენ წამოწყებას მხარს დაუჭერენ. სამსახურში უფროსების მხრიდან ზეწოლას იგრძნობთ. ახალი ურთიერთობის დასაწყებად არც ისე კარგი დროა.
ქალწული
ყველაფერი კარგად ვითარდება, მაგრამ არ მოდუნდეთ. მოგზაურობისთვის შესაფერისი პერიოდია. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. ფინანსური კუთხით შესაძლოა მცირე პრობლემა შეგექმნათ. საყვარელ ადამიანთან შესაძლოა მცირე კამათი მოგივიდეთ.
სასწორი
ოჯახში ყველა პრობლემა მარტივად მოგვარდება. არ შეწყვიტოთ ოცნება, განაგრძეთ წინსვლა და თქვენი მიზნების განხორციელება. ქონებრივი დავა სასურველ შედეგს მოგიტანთ. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს და კარგად დაისვენეთ. ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში ენერგიით აგავსებთ.
მორიელი
ახალი შემოსავალი ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ. ოჯახისგან საინტერესო სიახლეს შეიტყობთ და სასიამოვნო დროს გაატარებთ. მოგზაურობა ზღაპრულ თავგადასავალად იქცევა და საინტერესო ადამიანებს შეხვდებით. ახალი ურთიერთობა კარგ განწყობას შეგიქმნით.
მშვილდოსანი
სამსახურში მოგიწევთ უფრო მეტად იშრომოთ და ყველაფერი გააკეთოთ წარმატების მისაღწევად. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. საქმიანი შეხვედრა სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. დაბალანსებული დიეტა სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ.
თხის რქა
ოჯახის წევრების მხარდაჭერით ახალ პროექტს დაიწყებთ. ცხოვრება ახალ გამოწვევებს გიმზადებთ და მნიშვნელოვანია მათთან გამკლავება ისწავლოთ. აკონტროლეთ თქვენი იმპულსები. საყვარელია ადამიანის ყურადღება ძალიან სასიამოვნო იქნება.
მერწყული
განვითარებისთვის და ახალი უნარების შესასწავლად შესაფერისი დროა. ფინანსურ მდგომარეობას უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ. აკადემიურ ფრონტზე საინტერესო წინადადებას მიიღებთ.საღამოს წვეულებაზე მეგობრებთან ერთად კარგ დროს გაატარებთ.
თევზები
აკონტროლოთ საკუთარი ემოციები, რათა ოჯახში არსებული კონფლიქტი არ გაამწვავოთ. ჯანმრთელობსათან დაკავშირებული პრობლემები წარსულს ჩაბარდება. ინვესტიცია წარმატებას მოგიტანთ და თქვენი ბიზნესიც განვითარდება. შეყვარებული სიურპრიზს მოგიწყობთ.