12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
კოლეგებთან სწორი კომუნიკაციის დახმარებით ახალ პროექტს წარმატებით დაიწყებთ. თქვენი დადებითი მუხტი და ემოცია ყველას მოიცავს. ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. ქალაქგარეთ გასვლა და დასვენება ახალი იდეებით და ენერგიით აგავსებთ.
კურო
სამსახურში მნიშვნელოვანია დავალება დროულად შეასრულოთ. ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ დასრულდება. გადაწყვეტილების მიღებისას არ იყოყმანოთ. ოჯახის წევრის თქვენ ცხოვრებაში მუდმივი ჩართულობა გაგაღიზიანებთ. რომანტიკული კუთხით საოცარი თავგადასავლები გელით.
ტყუპები
თუ გადაღლილი ხართ და დასვენება გინდათ არ აიღოთ საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობა. ოჯახის წევრის დახმარებით ფინანსურ პრობლემას მოაგვარებთ. მემკვიდრეობით დიდ ქონებას მიიღებთ. ახალი ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ.
კირჩხიბი
აკადემიურ სფეროში საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოაჩინეთ. ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო ღონისძიებას მოაწყობთ. ნუ დახარჯავთ ფულს იმპულსურად. ახალი სიყვარული თქვენ ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
ლომი
პროფესიული კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამთ, რაც წარმატებას მოგიტანთ. ფიტნესი დაგეხმარებათ აივსოთ ენერგიით. ახალი შემოსავლის წყალობით ფინანსური პრობლემები მარტივად მოგვარდება. საღამოს შეყვარებულთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.
ქალწული
ნუ იქნებით მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. თქვენი შემოსავალი მოულოდნელი წყაროებით გაიზრდება. სამსახურში თქვენი შრომა დაფასდება და ახალ პოზიციას შემოგთავაზებენ. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. საღამოს გეგმები შესაძლოა მოულოდნელად შეცვალოთ.
სასწორი
გონივრული ინვესტიციები სამომავლოდ კარგ შემოსავალს მოგიტანთ. საბედნიეროთ სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება. საყვარელი ადამიანი ქორწინების წინადადებას შემოგთავაზებთ.
მორიელი
თუ ხშირად იცვლით საცხოვრებელ ადგილებს დროა რომ ერთ ადგილას დამკვიდრდეთ. ჯანსაღი კვებებით თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. არ თქვათ თქვენ ოცნებებზე უარი და ყოველთვის ეცადეთ რომ განვითარდეთ. ახალი ურთიერთობის დასაწყებად შესაფერისი დროა.
მშვილდოსანი
აკადემიური კუთხით კარგ შეთავაზებას მიიღებთ. სამსახურში სასიამოვნო დროს გაატარებთ და საინტერესო გამოცდილებას მიიღებთ. შესაძლოა დიდი ხნის ოცნება აისრულოთ და სამოგზაუროდ წახვიდეთ. ურთიერთობის შესანარჩუნებლად ბევრ დათმობაზე მოგიწევთ წასვლა.
თხის რქა
საქმიანი შეხვედრა არც ისე კარგად ჩაივლის. ჯანმრთელობის მცირე პრობლემები თავს იჩენენ. შეინარჩუნეთ საღი აზროვნება და გააკონტროლეთ ემოციები. სამსახურის შესაცვლელად შესაფერისი დრო არ არის. ვარსკვლავები დღეს თქვენთვის ანათებენ ასე, რომ ყველაფრისთვის მზად იყავით.
მერწყული
აკადემიურ სფეროში ხანგრძლივი შრომა მოგიწევთ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ და ყველამ დაინახოს თქვენი უნარები. უძრავი ქონების გაყიდვით კარგ შემოსავალს მიიღებთ და თქვენი ფინანსური მდგომარეობა გამყარდება. შეყვარებული, რომელსაც დიდ ხანია იცნობთ სრულიად შეიცვლება.
თევზები
თქვენი საქმიანობა დიდ ბედნიერებას მოგანიჭებთ. ოჯახის წევრების მხარდაჭერით ყველა დაბრკოლებას გადალახავთ. მეგობრებთან ერთად დიდ წვეულებას გამართავთ და კარგად გაერთობით. ოჯახში მცირე კონფლიქტი წამოიქმნება და ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. იზრუნეთ საყვარელ ადამიანზე, რომ თავი მარტოსულად არ იგრძნოს.