თეგებით ძიება

კალაძის ადგილას გადავდგებოდი - ნიკა მელია

"ერთინი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერს აკისრებს. ნიკა მელიას თქმით, ის რაც დღეს მოხდა კორუფციის შედეგია.

"მიჭირს ამ საკითხზე საუბარი, ნებისმიერი მშობელი შეიძლება ყოფილიყო იმ ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მშობლების ადგილზე. სოლიდარობასაც კი ვერ გრძნობ ხელისუფლებისგან. მაგრამ, უნდა ვისწავლოთ და ავაღებინოთ პასუხისმგებლობა. არა ინფრასტრუქტურული, არა სამეურნეო, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მიხვდეს კალაძე.

გადავდგებოდი, მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა. რაღაცას ხომ აქვს საზღვარი? კორუფციის შედეგია ეს ყველაფერი, კორუფცია კლავს, კორუფციაა მოწიკწიკე ბომბი ყველა გარემოში, ყველა ერთი შეხედვით უსაფრთხო ადგილას. კორუფცია ამას გულისხმობს, ხარისხი რომ კლებულობს, ფულს რომ იპარავს ეს ხალხი

კალაძე უნდა მიხვდეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უნდა აიღოს ტვირთად. არ გამოვა რიგითი პროექტის განმახორციელებელზე ჯოხის გადატეხვა" - განაცხადა ნიკა მელიამ "დღის სტუმრის" ეთერში.

შეგახსენებთ, სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის გამო ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა, სადაც 13 წლის გოგო დაიღუპა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა