20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს კარიერულ განვითარებაზე, რათა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ. მოგზაურობისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა თავი მშვიდად იმგზავროთ. ფინანსურ პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ ოჯახის წევრების დახმარებით. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.
კურო
თუ ახალი ბიზნესის დაწყება გინდათ, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის წინ გადადგმის. ჯანმრთელობის პრობლემები მარტივად მოგვარდება. საქმიანი მოგზაურობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, ადამიანების კეთილგანწყობა მარტივად მოიპოვოთ. თუ დასვენება და განტვირთვა გინდათ, აიღეთ შვებულება.
ტყუპები
საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენეთ, რათა წარმატებით დაიწყოთ წინსვლა. აკადემიურ ფრონტზე თქვენი წარმატების შანსი გაიზრდება. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. საყვარელი ადამიანი მუდამ თქვენს გვერდით იქნება და მხარს დაგიჭერთ.
კირჩხიბი
მოგზაურობა საინტერესო იქნება და წინ საოცარი თავგდასაველი გელით. სამსახურში ეცადეთ, დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულოთ. ოჯახის წევრების დახმარებით ახალ სამსახურს დაიწყებთ. ჯანმრთელობას უფრო მეტი ყურდღება მიაქციეთ, თუ თავს ცუდად იგრძნობთ, ეწვიეთ ექიმს.
ლომი
ოჯახის უფროსი წევრი თქვენს წამოწყებას მხარს არ დაუჭერს და გული გეტკინებათ. ინვესტიციის ჩადებისას ფრთხილად იყავით, რადგან შესაძლოა, ყველაფერი თქვენ საწინააღმდეგოდ განვითარდეს. შეყვარებული რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ და სასიამოვნო დროს გაატარებთ.
ქალწული
თუ ცვლილებები გინდათ, ახლა შესაფერისი დროა. თქვენი დიდი ხნის ოცნება ახდება და შეძლებთ ახალ სახლში გადასვლას. ოჯახის პატარა წევრს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება. დღეს თავს ენერგიულად იგრძნობთ. საქმიანი გარიგება, რომელსაც დიდ ხანი ელოდით, სამწუხაროდ, წარმატებით არ განხორციელდება.
სასწორი
სამსახურში მცირე გაუგებრობა თქვენს საქმიანობაზე უარყოფითად აისახება. მეგობრებთან ერთად მაღაზიაში სასიამოვნო დროს გაატარებთ. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად კარგია დაკავდეთ სპორტით. შეყვარებულს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება.
მორიელი
ეცადეთ, პროფესიულ და პირად ურთიერთობას შორის მკვეთრი ზღვარი გაავლოთ. ჯანსაღი ცხოვრების წესის დახმარებით სასურველ ფორმას მიაღწევთ. დღეს შეგიძლიათ იყოთ ეგოისტები და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროთ. შეყვარებული საუცხოო სიურპრიზს მოგიწყობთ.
მშვილდოსანი
ფინანსური კრიზისი მალე მოგვარდება და თქვენი შემოსავალიც გაიზრდება. აკადემიურ სფეროში განვითარებას განაგრძობთ. გამორიცხული არ არის, ოჯახის წევრებთან სერიოზული უთანხმოება მოგივიდეთ. საყვარელ ადამიანთან საოცარი მოგზაურობა გელით.
თხის რქა
თუ შვებულებას გეგმავთ, თქვენ წინ დაუვიწყარი თავგადასავალია. აკადემიურ ფრონტზე მცირე წინააღმდეგობას გადააწყდებით. თაყვანისმცემელი, მალე თავის გრძნობებს გაგიმხელთ. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ვარჯიშის დახმარებით შეინარჩუნებთ სასურველ ფორმას.
მერწყული
ინვესტიცია სასურველ შედეგს მოგიტანთ. სამსახურში მშვიდი ატმოსფერო დაისადგურებს და თავს კომფორტულად იგრძნობთ. ჯანმრთელობის მხრივ ყველა პრობლემას მოაგვარებთ. ქონების გასაყიდად საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ. ოჯახის წევრების დახმარებით დიდი ხნის ოცნებას აისრულებთ.
თევზები
ფინანსების გასაზრდელად ახალი შემოსავლის ძიება მოგიწევთ. სამსახურში თქვენი შრომა დაფასდება, რაც თქვენ მოტივაციას გაზრდის. ახალი ბიზნესის დასაწყებად ხელსაყრელი პერიოდია. სიყვარული თქვენ კართანაა და დროა ახალ თავგადასავალს შეხვდეთ.