სასამართლო სამართლიანი რომ არსებობდეს ქვეყანაში, ნიკა გვარამია დღეს პატიმარი არ იქნებოდა - ნიკა მელია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა პოლიტიკურია და ხელისუფლებას გვარამიას გათავისუფლება მოუწევს.
"სასამართლო სამართლიანი რომ არსებობდეს ქვეყანაში, ნიკა გვარამია დღეს პატიმარი არ იქნებოდა. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივი, ბანალურია, მაგრამ ეს ასე არის.
პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება თუ არა მიღებული დღეს ივანიშვილის მხრიდან, როგორი იქნება, ამას ვნახავთ. მაგრამ, ნიკა გვარამიას გათავისუფლება ამ რეჟიმს მოუწევს“, - აცხადებს „ენმ-ს“ თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია დააპატიმრეს. 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.