თეგებით ძიება

არ შეიძლება, სხვა საფუძველი ჰქონდეს ამ განცხადებას, თუ არა პოლიტიკური მიზანი და სპეკულაცია - რას ამბობს გია ვოლსკი?

არლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ექსპრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება.

"გახარიამ განცხადება გააკეთა კორუფციის, ივანიშვილის ოლიგარქობის თაობაზე და არ ვფიქრობ, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი და თუნდაც, როგორც პიროვნება, საუკეთესო მხარით წარდგა საზოგადოების წინაშე. მან ვრცელი გზა გაიარა, ბიზნესომბუდსმენობიდან პრემიერ-მინისტრობამდე და არ მგონია, ადამიანს, ვისაც გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა თუნდაც პირადად ბიძინა ივანიშვილთან, მის გუნდთან, რაიმე რეალობა იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვევები და გადაცდომები არსებობდა. არ შეიძლება, სხვა საფუძველი ჰქონდეს ამ განცხადებას, თუ არა პოლიტიკური მიზანი და სპეკულაცია. საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი დაყროყინება, არ მგონია, სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში კადრები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფი მას სახლთან ელოდება. გახარიამ ტელეკომპანიას მიმართა და აღნიშნა, რომ სახლთან დახვედრას სჯობს, ეთერში მიიწვიონ და იქ ისაუბრონ კორუფციასა და ოლიგარქიაზე. გახარია, ასევე, არხს სთავაზობს, მეორე მხარეს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დასვან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა