თეგებით ძიება
04. 11. 2022 სპორტი

ჩემი შემოსავალი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ჩემი, ის ყოველთვის ეკუთვნოდა ოჯახსაც - რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია?

"ნაპოლის" ქართული ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პრესკონფერენციასზე ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობს.

ჟურნალისტი: ასეთ ფონზე, როცა კვარა იტალიაში საოცრებებს ჩადის, აქტუალურია, გავიხსენოთ მისი ძველი განცხადება, სადაც იგი მის ოჯახზე და იმ პერიოდზე საუბრობს, რომელიც მათ გამოიარეს.ჟურნალისტი: მე ვიცი, რომ ახალგაზრდა მოთამაშეების დიდი ნაწილი მთელ თავიანთ ხელფასს მშობლებს აძლევენ, შენ შემთხვევაში როგორაა?

ხვიჩა: "ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი შემოსავალი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ჩემი. ის ყოველთვის ეკუთვნოდა ოჯახსაც, რადგან მათ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს საიმისოდ, რომ დღეს მე აქ ვყოფილიყავი. ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ საქართველოში. ძალიან რთული დრო იყო... არ მინდა ყველაფრის მოყოლა... "

ჟურნალისტი: მძიმე დრო შენი ოჯახისთვის?

ხვიჩა: "კი, ისინი ძალიან მეხმარებოდნენ. ამიტომ როდესაც რამეს გამოვიმუშავებ ეს მშობლებისთვისაა".
ჟურნალისტი: როდის მოგცემენ უფლებას ნამდვილი ფერარი გიყიდონ?

ხვიჩა: "ნუ, არვიცი... იცი ახლა ამის დრო არ არის. თუ კარგ ფეხბურთს ვითამაშებ, ღმერთმა ქნას ესეც გამოვიდეს", - განაცხადა ხვიჩამ.

შეგახსენებთ, კვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 8 გოლსა და 10 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.


წყარო - footballnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა