თეგებით ძიება
07. 11. 2022 სპორტი

კვარაცხელია დღეს ვარჯიშს შეეცდება, თუ ტკივილი არ შეაწუხებს - რას წერს იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე?

წელის მწვავე ტკივილის გამო, „ნაპოლის“ ქართველი გარემარბიმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ მატჩი გამოტოვა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია წელის ტრავმის გამო „ემპოლისთან“ მატჩსაც გამოტოვებს.

ხვიჩა მკურნალობას აგრძელებს, მას გუნდთან ერთად გუშინაც არ უვარჯიშია, რადგან ტკივილს გრძნობდა.

ILmattino-ის ინფორმაციით, კვარაცხელია დღეს ვარჯიშს შეეცდება, თუ ტკივილი არ შეაწუხებს. ვიხილავთ „ემპოლისთან“ განაცხადში, მაგრამ ამის შანსი საკმაოდ მცირეა.


წყარო - "პრაიმტაიმი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა