თეგებით ძიება

„ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობაა, არ ვიცი რას ვერ იყოფენ - კახა კალაძე „ნაცმოძრაობაზე“

თბილისის მერი, კახა კალაძე შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილის მოთხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პარტიის შიდა თემებია.

„ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობაა, არ ვიცი რას ვერ იყოფენ. თუმცა, ეს მათი პარტიის შიდა თემებია და არ მინდა დეტალებში შევიდე. თემაც არ ვიცი და საინტერესოც არ არის. შესაბამისად, თუ რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა”, მელიას გააგდებს ან არ გააგდებს, დატოვებს თანამდებობაზე, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს, რაც მოიცავს, პარტიის პოლიტსაბჭოს, სამდივნოს ხელახლა დაკომპლექტებას და ახალი თავმჯდომარის არჩევას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა