თეგებით ძიება
17. 11. 2022 სპორტი

როდის დაბრუნდება სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელია - რას წერს იტალიური მედია?

„ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს.

ზურგის ტრავმის გამო, „კვარამ“ იტალიის სერია A-ს ბოლო 3 მატჩი გამოტოვა.

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ხვიჩას რეაბილიტაციის შესახებ წერს.

"ხვიჩა კვარაცხელია ახლა სამშობლოში იმყოფება და ის „ნაპოლის“ სამედიცინო პერსონალის მითითებებს თბილისშიც მიჰყვება. ამით, ის დაბრუნებას დააჩქარებს. დღეს, ხვიჩა მიზანმიმართული თერაპიით დარბაზში ვარჯიშობს, მალე კი მოედანზე ინდივიდუალურ ვარჯიშსაც დაიწყებს.

აღდგენით პროგრამას საკმაოდ წარმატებული ეფექტი აქვს. თუ ასე გაგრძელდა, დიდი ალბათობით „კვარას“ სრული დატვირთვით გუნდთან ერთად 28 ნოემბერს იქნება", - წერს გამოცემა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა