თეგებით ძიება
19. 11. 2022 სპორტი

"მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მამა ვარ. დღეს, ხვიჩა მთელ საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანია, რაზეც ერთი ფაქტიც მეტყველებს..." - რას ამბობს კვარას მამა შვილზე?

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელია აცხადებს, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მამაა. შვილის წარმატებასა და ამჟამინდელ სიტუაციაზე ბადრი კვარაცხელიამ იტალიურ II Mattino-სთან ისაუბრა.

"ხვიჩას წარმატების გამო, ახლა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მამა ვარ. დღეს, ხვიჩა მთელ საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანია, რაზეც ერთი ფაქტი მეტყველებს. წარმოიდგინეთ, ახლა საქართველოში თითქმის ყველა ადამიანმა იცის ნაპოლის სამატჩო განრიგი და ყველა ნეაპოლურ გუნდს გულშემატკივრობს, რისი უპირველესი მიზეზიც ხვიჩაა. საქართველოში დიეგო არმანდო მარადონა ბევრ ადამიანს უყვარდა, ამიტომ მის ყოფილ გუნდში ქართველი ფეხბურთელის ნახვა ყველასთვის დიდი საოცრებაა. ჩვენთვის, ნაპოლის მაისურზე ჩემი შვილის გვარის ნახვა უდიდესი სიამაყის მომტანი იყო. რაც შეეხება ქურდობის ინცინდენტს, ხვიჩამ ის დაივიწყა და ახლა ბოლომდე ფეხბურთზეა ორიენტირებული," - ბადრი კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი სეზონის მეორე ნახევრისთვის შეკრებასა და მზადებას 28 ნოემბრიდან ანტალიაში დაიწყებს, სადაც ლუჩანო სპალეტის გუნდი 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. როგორც იწერება, დიდი ალბათობით, კვარაცხელია სწორედ ამ პერიოდიდან დაუბრუნდება გუნდს.

წყარო: sportline.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა