თეგებით ძიება
01. 12. 2022 News-ები

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, ჩემი აზრით, მოდის ძალიან შორეული საბჭოეთის ქვეყნიდან, ალბათ რუსეთიდან - იზა ომაძე

მკვლელობა ალბათ, ჩემი აზრით, მოდის ძალიან შორეული საბჭოეთის ქვეყნიდან, ალბათ რუსეთიდან და ვფიქრობ, რომ კავილაძის ოჯახი და კავილაძეც ძალიან ფასეულია, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ განაცხადა.

იზა ომაძე მოითხოვს, დადგეს მკვლელობასთან კავშირში მყოფი სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც და დროულად დადგინდეს შემკვეთების ვინაობა.

"მე არ დავასახელებ, სახელებს და გვარებს დაასახელებს გიორგი კავილაძე. ერთადერთი იმას გეტყვით, რომ მარტო ჩემი შვილის თაობას არ მოუკლეს ნიკო კვარაცხელია. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ალბათ, ჩემი აზრით, მოდის ძალიან შორეული საბჭოეთის ქვეყნიდან, ალბათ რუსეთიდან და ვფიქრობ, რომ კავილაძის ოჯახი და კავილაძეც ძალიან ფასეულია. მან ყველაფერი იცის, ამ ოჯახმა ყველაფერი იცის. გაასაჯოროვონ მისი აყვანის კადრები, გაასაჯაროონ მისი დაკითხვის კადრები", — აცხადებს ნიკო კვარაცხელიას დედა.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას საქმეზე დანიშნული პროცესი გადაიდო. ერთ-ერთი მსჯავრდებული სხდომაზე არ მივიდა, მიზეზი ადვოკატს არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" გია კვარაცხელიას შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით,სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე დააკავეს.

აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 16 და 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში მსჯავრდებულების ადვოკატებმა გაასაჩივრეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა