თეგებით ძიება
05. 12. 2022 მსოფლიო

ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ - დიმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა გამარჯვების მიმავალ გზაზეა. ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელში წერს.

"ძვირფასო პოლიტიკოსებო, ექსპერტებო, მედია და აკადემიკოსებო საზღვარგარეთ. ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს უჭირს უკრაინის გამარჯვების წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ მისკენ მიმავალ გზაზე ვართ. სჯობს ახლავე მოემზადოთ რუსეთის დამარცხებისთვის, იმის ნაცვლად, რომ ახსნათ, რატომ არ შეუძლია ან არ უნდა მოიგოს უკრაინას", - წერს კულება.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა