თეგებით ძიება

სასიკვდილო ბრძანებაც რომ მოვიდეს, დარწმუნებული იყავით, ყველა ქართველი წავა, ოღონდ რამე ნაბიჯი ბიჭების ცხედრების გამოსაყვანად გადაიდგას - უკრაინაში მებრძოლი ქართველი

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მეომარმა გიორგი როინიშვილმა განაცხადა, რომ იქ მყოფი ქართველები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ დაღუპული 5 ქართველის ცხედარი გამოიყვანონ.

"მთელი ძალებით უტევენ ბახმუტს, უნდათ, მოჭრან ქალაქი გზებიდან და შესაბამისად, ვერ გაამაგრებ ქალაქს, თუ იქ მომარაგება არ შევიდა. სულ სასიკვდილო ბრძანებაც რომ მოვიდეს, დარწმუნებული იყავით, ყველა ქართველი ვინც აქ არის, ყველა წავა, ოღონდ რამე ნაბიჯი ბიჭების ცხედრების გამოსაყვანად გადაიდგას. ამისთვისაც ვართ მზად, რომ სიცოცხლე გავწიროთ“, - აცხადებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი.


შეგახსენებთ, 3 დეკემბერს ბახმუტში 5 ქართველი დაიღუპა:
ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.

რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა