თეგებით ძიება

"ეს ფერიასავით გოგო, ექიმების (სავარაუდო) დაუდევრობას შეეწირა... " - რას წერს ჟურნალისტი მხატვარზე, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა?

ჟურნალისტი, სოფიო კაკაჩია მხატვარ მაია კუჭავაზე წერს, რომელიც მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა.

"ეს ფერიასავით გოგო, ექიმების (სავარაუდო) დაუდევრობას შეეწირა... სავარაუდოს ვწერ, ეთიკიდან გამომდინარე (რადგან საქმე, ჯერ პოლიციაშია)
შეიძლება ბევრს გეცნობათ კიდეც, უნიჭიერესი მხატვარი, მაია კუჭავაა, რომელიც ჩვენი რძალი იყო...
მის ამ საოცარ ნახატს წავაწყდი,
რატომ ფრთამოტეხილი გოგონა? ...
ალბათ ესაა წინათგრძნობა, თუმცა არა მგონია ოდესმე ასეთ დასასრულზე ეოცნება....
პ.ს. ამ ქვეყანაში, რაც არ უნდა იმსჯელოს ჯანდაცვის ამა თუ იმ კომისიებმა, ბოლოს მაინც დაღუპულია ცოდვა თორემ, ის ექიმი მიუხედავად აკრძალვისა, მაინც ჯიუტად განაგრძობს მუშაობას, იმიტომ რომ ეს ქვეყანა საქართველოა.... (ვისაც გაინტერესებთ ფაქტები, რომელი ექიმი, სად, რომელ კლინიკაში მუშაობს აკრძალვის მიუხედავად, მიგასწავლით)
პ.ს.ს. მაიკო, მშობიარობის შემდგომ გართულებას ემსხვერპლა, ისევ და ისევ იმ კონკრეტული ექიმების წყალობით... უფალმა მიიბაროს მისი სული ", - წერს სოფიო კაკაჩია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა