თეგებით ძიება

ვირუსული ინფექციების გავრცელება კლებისკენ მიდის - რას ამბობს თამარ გაბუნია?

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ვირუსული ინფექციების გავრცელება მცირდება.

"დღეს, ვირუსული ინფექციების გავრცელება კლებისკენ მიდის. ეს კლინიკურ სექტორსაც ეტყობა. დეკემბერში, კიდევ უფრო დასტაბილურდება ვითარება. მნიშვნელოვნად შემცირდა რესპირაციულ-სენციტიური ვირუსის გავრცელებაც, რომელმაც 0-2 წლამდე ასაკის ბავშვებში, შესაძლოა, გამოიწვიოს გართულება, ბრონქიოლიტის სახით“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

მისივე განცხადებით, COVID 19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, ერთგვარი დამცავი აღმოჩნდა გრიპის და სხვა, გრიპისმაგვარი ვირუსებისგანაც.

"ამან, თავის მხრივ, იმუნიტეტის ჩავარდნა გამოიწვია. შესაბამისად, წელს, სეზონური ვირუსების ცირკულაციას, ჩვენი ორგანიზმი მოუმზადებელი შეხვდა და ის ტალღაც უფრო ადრე გამოვლინდა, რომელიც სხვა დროს, დეკემბრის ბოლოს იწყება ხოლმე.

დღეს, ძირითადად, ცირკულირებს ადენოვირუსი, არის გრიპის ვირუსებიც, რომელიც ყოველთვის არსებობდა. თუმცა, ისევ და ისევ შესუსტებული იმუნიტეტიდან გამომდინარე, შესაძლოა, კლინიკური მიმდინარეობა უფრო მკაფიო იყოს, ვიდრე სხვა დროს, სხვა შემთხვევაში იქნებოდა“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა