თეგებით ძიება

13 წლის გოგონას ორგანიზმიდან კიბო სრულიად გაქრა - მეცნიერებმა მკურნალობის ახალ ტექნიკას მიაგნეს

ახალი რევოლუციური თერაპიის პირველივე გამოყენებისას, 13 წლის გოგონას ორგანიზმიდან კიბო სრულიად გაქრა. ინფორმაციას „ბი-ბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული თერაპიის გამოყენებამდე, გოგონას განკურნების ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო. ამის გამო, ექიმებმა "საბაზისო ჩასწორების" ტექნიკა გამოიყენეს, რათა გენური ინჟინერიის დახმარებით ახალგაზრდისთვის ახალი, ცოცხალი წამალი შეექმნათ.

მკურნალობის დაწყებიდან ექვს თვეში, 13 წლის გოგონას სხეულში კიბოს უჯრედები აღარ ფიქსირდება.

მიუხედავად გაკურნებისა, გოგონა კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა