თეგებით ძიება
24. 12. 2022 News-ები

სამხარაულს უწერია, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ და მაშინ რაზე მოდის? - გიული ალასანია სააკაშვილის მდგომარეობაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცახდებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

შვილთან ვიზიტის შემდეგ ალასანიამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის კვლევის ნიმუშების აღებაზე უარის თქმის საფუძვლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელმაც ტოქსიკოლოგიური კვლევა უნდა ჩაატაროს, თავად უწერია, რომ მძიმე მეტალების არსებობას ვერ იკვლევენ.

"ახველებს, ახლა მაგალითად, ძალიან ისეთი სიხშირით ახველებდა. საერთოდ იმ დიაგნოზებში ერთ-ერთი ლატენტური ტუბერკულოზიც არის, რომელსაც ვერ ახლებენ ხელს იმიტომ, რომ თვითონ მკურნალობაა ისეთი აგრესიული ფორმის, შეიძლება ვერ გადაიტანოს. ჩამონათვალი აქვს სამხარაულს რას იკვლევენ და რას ვერ იკვლევენ და ბოლოს უწერიათ, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ და მაშინ რაზე მოდის? მძიმე მეტალებზეა აქ ლაპარაკი.

[სასამართლო] უნდა ჩაინიშნოს ზედიზედ და დღეში 2-ჯერ უნდა ჩაინიშნოს მე რომ მკითხოთ. მით უმეტეს, რომ ის ტოქსიკოლოგი არის კალიფორნიიდან და 12-საათიანი განსხვავებაა ჩვენს შორის. ის ადამიანი ვერ გაათენებს და 12 წლის ბიჭის არ არის. წინა პროცესზე ღამის 2 საათამდე იჯდა, იჯდა და პერსპექტივაშიც არ ჩანდა, რომ მას ვინმე ჩართავდა. ევროსასამართლო- ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა დაიძრას ეს საქმეც, როგორც გადაუდებელი შემთხვევა",- აცხადებს გიული ალასანია.

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილმა და მისმა უფლებადამცველებმა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უნდობლობა გამოუცხადეს და დაპატიმრებული პრეზიდენტისთვის ნიმუშების აღებაზე საგამოძიებოს გამომძიებელს უარი უთხრეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა