"სანდრა რულოვსის მანქანა, ცინკის ყუთით ელოდებოდა ხოლმე... რა ორგანოები გაჰქონდათ, სად მიჰქონდათ, რატომ კვდებოდნენ მაინცდამაინც ახალგაზრდები, რატომ იღუპებოდა?" - ლალი მოროშკინა
ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა წინა ხელისუფლების დროს ციხეში არსებულ ვითარებას იხსენებს და ყოფილ პირველ ლედიზე, სანდრა რულოვსზეც საუბრობს.
“მე ვხედავდი ამ ბიჭების სიკვდილს, მომიწია მონიტორინგის საბჭოში მუშაობა, უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა ნაც, მოძრაობას, სულ მუშტები ვაბრახუნე მაშინ და ჩემი თავი ჩავასმევინე ამ სიაში. იქ უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც მეტ–ნაკლებად ნელ–თბილად იქნებოდნენ განწყობილნი და არ შეიმჩნევდნენ… სად არის კალმახელიძე? ვინ ფარავს კალმახელიძეს და ვინ ინახავს კალმახელიძეს, მაინტერესებს. სად არის კალმახელიძე? ამ ბიჭების სიკვდილი არის კალმახელიძის ხელმოწერით ყველაფერი და ყველა იმ ციხის თანამშრომელს…
მეტ-ნაკლებად ვიღაცები დაიჭირეს, შეიძლება ცნობილი გვარები არ იყო, მაგრამ სად არის კალმახელიძე? მე ვიყავი ერთადერთი, რომელიც გლდანის ციხესთან საშიმშილოდ დავრჩი, ღამე ჩემი ძმა შემომიერთდა, როდესაც კალმახელიძე გადავაყენეთ, მე და იმ პატიმრებმა…
პირდაპირ კლავდნენ, მუცელს უკერავდნენ, ქვიშით და გაზეთით ავსებდნენ და აგდებდნენ კარებიდან. არც ატანდნენ მშობლებს და წიოკის მერე, მშობელი რომ ხელს მოაწერდა, რომ არ იჩივლებდა, გაფატრულ, გაზეთით გატენილ გვამებს ატანდნენ. სანდრა რულოვსის მანქანა, ცინკის ყუთით ელოდებოდა ხოლმე – მე არ ვიცი, დარწმუნებით რაც არ ვიცი, ვერ ვამბობ, რატომ არ გამოძიებულა ციხეების საავადმყოფოებთან, მათ შორის, ე.წ. ტუბ. დისპანსერთან რა მანქანები იდგა, რა ორგანოები გაჰქონდათ, სად მიჰქონდათ, რატომ კვდებოდნენ მაინცდამაინც ახალგაზრდები, რატომ იღუპებოდა? საღსალამათი, სპორტსმენი, ჯანმრთელი, არანარკომანი ბიჭები შედიოდნენ და მერე მშობლებს უგზავნიდნენ გვამებს.
ვიღაცა კითხვის ნიშანს სვამს, არის განსხვავება? მოდი, ნახეთ მიშას ციხეები და ცოტა ხანი იქ დაჰყავით, მტერს არ ვუსურვებ, მიშასაც არ ვუსურვებ იქ ყოფნას, მიშა იქ 20 წუთიც ვერ გაძლებს, იმ ყროლში, იმ არაადამიანურ პირობებში, როდესაც თხოვდნენ ექიმს, თავი გვტკივაო, თავში ჩაქუჩს ურტყამდნენ… ფრჩხილებს აძრობდნენ, შემოჰქონდათ შვილის ფოტო და ეუბნებოდნენ, თვალწინ გაგიუპატიურებთო.
320 000-კაციანი სია მაქვს, ყველა მსჯავრდებულის, რომელიც იმ საზარელ კედლებში იყო. 320 000 მსჯავრდებული უნდა გაამრავლოთ ოჯახის 3 წევრზე. გადამწვარი მაქვს “მესენჯერი” იმდენი წერილია მოსული და გვეუბნებიან, ერთი დაგვიძახე და გამოვალთ, დაგვიძახეთ და გამოვალო, დრო აღარ არის? 320 000 ადამიანი, თავისი ოჯახის წევრებიანად, ერთ დაძახებაზე ყველა გამოვა, ყელში აქვს ყველას”, – აღნიშნა “ალტ-ინფოს” ეთერში მოროშკინამ.
წყარო: split.spnews.io