თეგებით ძიება
27. 12. 2022 მსოფლიო

აშშ უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას თუ შეწყვეტს, ომიც შეწყდება - რას ამბობს ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას, ომიც შეწყდება.

მისი თქმით, 2022 წელი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე საშიში იყო. ორბანის განცხადებით, უნგრეთი დადგა საფრთხის წინაშე, რომ ის ომში ჩაეთრიათ, ხოლო ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას ქვეყანა საშიში მიმართულებით მიჰყავს.

"უკრაინას შეუძლია, ბრძოლა განაგრძოს მხოლოდ მანამდე, ვიდრე აშშ მას ფულსა და იარაღს აწვდის. თუ ამერიკელებს უნდათ მშვიდობა, მშვიდობა იქნება“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პოზიციაზე საუბრისას, ორბანმა აღნიშნა, რომ ის „პროუნგრულია“.

„კითხვაზე, ისტორიის რომელ მხარეს ვართ, კარგის თუ ცუდის, პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ისტორიის უნგრულ მხარეს ვართ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა