პაციენტი, რომელსაც სასუნთქ მილში ქათმის ძვალი გაეჩხირა, ექიმებმა გადაარჩინეს - რა მოხდა ქუთაისში?
ქუთაისში სამედიცინი დაწესებულებაში პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. "ინფოიმერეთის" ინფორმაციით, პრობლემის მიზეზი ტრაქეაში მოხვედრილი ქათმის ძვალი იყო.
“პაციენტის მდგომარეობა ამგვარად ფასდებოდა: მძიმე დესატურირებული ჰიპოქსიურ ენეფალოპათიაში მყოფი. ნაცდელი იქნა უცხო სხეულის ამოღება ტრაქეადან ბრონქოსკოპის საშუალებით, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რასაც ძვლის სანათურში მდებარეობა იწვევდა. გადაწყვეტილი იქნა უცხო სხეულის მოცილება ინვაზიური მეთოდით. ტრაქეიდან მიდგომით, ოპერაციული გზით ამოღებული იქნა აღნიშნული ძვალი.
აღნიშნული მანიპულაციის შემდგომ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია”, – განაცხადა “კლინიკა ბომონდის” რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, ტარიელ კუხიანიძემ.