თეგებით ძიება

კალთაში ეწვინა და დახმარებას ითხოვდა - ვინ არის მესტიაშში მოკლული 28 წლის ბიჭი?

მკვლელობა სვანეთში - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი მოკვდა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.

მომხდარი, სავარაუდოდ, გვარებს შორის ადრე დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

ერთ-ერთი მოკლული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

მკვლელობა ახალი წლის ღამეს აფრასიძეების სახლში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ორი ადამიანი, შემთხვევის დროს დაიჭრა კიდევ ერთი პირი, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

როგორც "რუსთავი2"-თან ერთ-ერთი მოკლულის, გიორგი პაკელიანის დედა ამბობს, ტრაგედია გვარებს შორის ადრე არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

"ყოფილა ჩხუბი მაგრამ იქ არ ვიყავი და არ შევსწრებივარ. მე რომ ჩავედი ჩემს უმცროს ბიჭს, რომელიც დაჭრილია, გიორგი კალთაში ეწვინა და სასწრაფო დახმარებას ითხოვდა," - აცხადებს გარდაცვლილის დედა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა