რალის ლეგენდა, კენ ბლოკი დაიღუპა
რალის ლეგენდა – კენ ბლოკი, 55 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.
ინფორმაციას thehoonigans ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ტრაგედია იუტას შტატში, სოლთ ლეიქ სიტისთან მდებარე სამთო სათხილამურო კურორტზე მოხდა. კენ ბლოკი თოვლმავალს მართავდა, რომელიც ამოტრიალდა და ლეგენდარულ მრბოლელს დაეცა.
ვასატჩის რაიონის შერიფის ოფისის განცხადებით, მიღებული დაზიანებების შედეგად, კენ ბლოკი ადგილზე გარდაიცვალა.