თეგებით ძიება

"ფრთხილად იყავით! ასწავლეთ ბავშვებს, რომ უცხოებს არ გამოელაპარაკონ!" - რა მოხდა თბილისში?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნანუკა მაღრაძე ერთ-ერთ ჯგუფში მშობლებს მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"გამარჯობა, გილოცავთ ყველას ახალ წელს და ბედობას. გუშინდელი დღის შემდეგ ვფიქრობ, დავწერო, თუ არა ის, ახლა რასაც დავწერ. გუშინ, ახალი დაბნელებული იყო, სუხიშვილზე მაღაზიასთან ეყენა ერთი მანქანა. მე ამ მანქანის პირდაპირ მარკეტში ვიყავი და ვხედავ ამ მარკეტისკენ ორი ბავშვი (ბიჭები ალბათ 8 და 11 წლისები) მოდიან. რომ მოუახლოვდნენ მარკეტს, ამ მანქანის მძღოლმა დაუსიგნალა და ეს ბავშვებიც მივიდნენ ფანჯარასთან და გაუბეს ლაპარაკი. მთელი ეს პერიოდი ველოდებიდი და ვაკვირდებოდი მარკეტიდან, როდის დაამთავრებდნენ საუბარს, რომ მეკითხა იცნობდნენ თუ არა ამ მამაკაცს, რომ აღარ დაამთავრეს დავუძახე, თითქოს მათი ნაცნობი ვიყავი და ორივე შევიყვანე მარკეტში და შევეკითხე, იცნობნენ თუ არა და რას ელაპარაკებოდა ის კაცი. აღმოჩნდა, რომ არ იცნობდნენ და ეს კაცი ეკითხებოდა სად ცხოვრობდნენ, რამდენი წლისები იყვნენ, მშობლები ყავდათ თუ არა და ა.შ. მე რომ დავუძახე, ბავშვებს მაშინვე ძაან სწრაფად წავიდა ეს მანქანა, ალბათ იმიტომ, რომ არ დამეფიქსირებინა. ამით მინდა გითხრათ, რომ ფრთხილად იყავით. ასწავლეთ ბავშვებს, რომ უცხოებს არ გამოელაპარაკონ!! წარმოდგენა არ მინდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო გუშინ, რომ არ შემემჩნია ეს ბავშვები!", - ნანუკა მაღრაძე.

"ფრთხილად იყავით! ასწავლეთ ბავშვებს, რომ უცხოებს არ გამოელაპარაკონ!" - რა მოხდა თბილისში?


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა