დიდ ომში პატარა ქმედებები არ არსებობს - ვოლოდიმირ ზელენსკის სპეციალური მიმართვა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე" წერს, რომ უკრაინელი ხალხი იბრძვის, როგორც ერთი გუნდი.
„დიდ ომში პატარა ქმედებები არ არსებობს. არ არსებობს არც არასაჭირო ქმედებები. თითოეული ჩვენგანი მებრძოლია. თითოეული ჩვენგანი ფრონტია. თითოეული ჩვენგანი არის თავდაცვის საფუძველი. ჩვენ ვიბრძვით როგორც ერთი გუნდი - მთელი ქვეყანა, ყველა ჩვენი რეგიონი“, - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.