"ლოკაციებზე ჩხუბობენ. განა რამე ფასეულზე" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
ლოკაციებზე ჩხუბობენ. განა რამე ფასეულზე - ასე ეხმიანება "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც მშვიდობის ხიდზე დაგეგმილი აქციის შესახებ აცხადებს, რომ მას ინფორმაცია ამის შესახებ არ ქონია.
"ამათ აქვთ პრეტენზია, რომ ქვეყანა მართონ - ლოკაციებზე ჩხუბობენ. განა რამე ფასეულზე - მაგალითად მოსულა თუ არა ნამახვანჰესზე პროტესტის მხარდაჭერა! ან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საპატრიარქოსთან- არა, ლოკაციებზე!
ამიტომაა ნდობის და ჟანრის კრიზისი - ასეთი რომაა პოლიტიკური ელიტა,” - წერს ჩერგოლეიშვილი.