„ასე "სცემენ პატივს" ილია მეორეს და მის საპატრიარქოს მსოფლიოში...“ - რას წერს ილია ჭიღლაძე?
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის პატრიარქის, კირილეს მსგავსად, იერუსალიმის პატრიარქი, თეოფილე მესამეც არ აღიარებს ილია მეორეს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად.
„არც იერუსალიმის პრორუსი პატრიარქი თეოფილე მესამე არ აღიარებს ილია მეორეს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად. იხილეთ მისი წერილი ილია მეორის იუბილის გამო გამოგზავნილი, სადაც ვრცელ ტიტულს წერს, იხსენიებს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად, მაგრამ არა აფხაზეთის მიტროპოლიტად! ეს ის პატრიარქი თეოფილეა, რომელმაც ბოლო წლებში აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების დე-ფაქტო ლიდერები მიიღო და დალოცა.
აღსანიშნავია, რომ თეოფილე მესამე უკვე 18 წელია პატრიარქია და ერთხელაც არ ჩამოსულა საქართველოში. ასე "სცემენ პატივს" ილია მეორეს და მის საპატრიარქოს მსოფლიოში, ესაა ილია მეორის "უუუუუუდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტი". ფეიკ უწმინდესის ფეიკ "საერთაშორისო ავტორიტეტი", - წერს ილია ჭიღლაძე.
დღეს, საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე 90 წლის გახდა.
არც იერუსალიმის პრორუსი პატრიარქი თეოფილე მესამე არ აღიარებს ილია მეორეს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად. იხილეთ მისი წერილი...Posted by დეკანოზი ილია ჭიღლაძე on Wednesday, 4 January 2023